2 იანვარი, 2018

ვასო ფხაკაძე გაქურდეს

“კომედი შოუს” მსახიობი ვასო ფხაკაძე გაქურდეს.

შემთხვევა ბაგების დასახლებაში მოხდა.

დაცული ტერიტორიის ავტოსადგომზე უცნობმა პირებმა მანქანები გაძარცვეს და დააზიანეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვასო ფხაკაძე ბოროტმოქმედების მსხვერპლია. ბოლო პერიოდში მისი მანქანა უკვე სამჯერ გაქურდეს.

იუმორისტის მანქანიდან საწვავი მოიპარეს, თუმცა რა რაოდენობის საწვავი აქვთ წაღებული ბოროტმოქმედებს, უცნობია.

ინფორმაცია ”რუსთავი 2-მა” გაავრცელა.