25 იანვარი, 2018

ელენე ახვლედიანის შთამომავლებს აღმასრულებელი პოლიცია მიადგა

ელენე ახვლედიანის შთამომავლებიმხატვარ ელენე ახვლედიანის შთამომავლებს ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე მდებარე სახლის დასატოვებლად აღსრულების ბიურომ ერთთვიანი ვადა მისცა. ადგილზე აღმასრულებელი პოლიცია უკვე იმყოფებოდა.

იკა ახლედიანი სახლს 75 ათას დოლარად ყიდის, რათა ვალი დაფაროს და 7-სულიანი ოჯახი ქუჩაში, ღია ცის ქვეშ არ დარჩეს. მისი თქმით, ოჯახს წასასვლელი არსად აქვს.

იკას დასახმარებლად, რომელიც თვითონაც ხელოვანია და ულამაზეს დეკორატიულ ნივთებს ქმნის, რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, თუმცა პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა.