შექსპირისთვის მნიშვნელოვანი მცენარე, რომელიც მეხსიერებას გაგიუმჯობესებთ

8 იანვარი, 2018

შექსპირისთვის მნიშვნელოვანი მცენარე, რომელიც მეხსიერებას გაგიუმჯობესებთგაგიგიათ ცნობილი დრამატურგის უილიამ შექსპირისთვის მნიშვნელოვანი მცენარის შესახებ, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს?

ეს მცენარე როზმარინია, რომლის სურნელიც ადამიანის მეხსიერებას არც მეტი, არც ნაკლები 75 პროცენტით აუმჯობესებს.

ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ დრამატურგმა თავის ყველაზე ცნობილ “ჰამლეტში” როზმარინი მოიხსენია. მისი ერთ-ერთი გმირი ოფელიაც ხომ ამბობს: “აი, შენ როზმარინი, ილოცე, გიყვარდე, გახსოვდე.”

სხვადასხვა კვლევების შემდეგ, მეცნიერებმაც კი აღიარეს, რომ უილიამ შექსპირი ნამდვილად მართალი იყო, როცა ამბობდა, როზმარინს ადამიანის მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლიაო.