სოლანჟ ნოულესი გიორგი ქებურიას სათვალით

5 იანვარი, 2018

გრემის მფლობელი მუსიკოსი და ხელოვანი Solange Knowles – სოლანჟ ნოულესი, ჟურნალ Surface Magazine-ის 2018 წლის პირველი გამოცემის ყდაზე მოხვდა.

სოლანჟი მსოფლიოში ცნობილი პოპ-ვარსკვლავის ბიონსეს დაა. მან ფოტოგრაფ Andrew Zuckerman-ის ფოტოსესიისთვის ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას მზის სათვალით იპოზიორა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი ქებურიას ორიგინალური სათვალეებით უცხოელი ვარსკვლავები ინტერესდებიან. სოლანჟ ნოულესამდე ქართველი დიზაინერის სათვალეებით ფოტოსესიაზე რიანამ იპოზიორა.

გააზიარეთ

 
...