მარიამ წიკლაური: “ყურადღება! SOS!”

10 იანვარი, 2018

მარიამ წიკლაური: "ყურადღება! SOS!"– ისეთი უცნაური ამბავი გავიგე, რომ სახელს ვერ ვუძებნი ამას, – აცხადებს მწერალი მარიამ წიკლაური:

“ყურადღება! SOS!

ისეთი უცნაური ამბავი გავიგე, რომ სახელს ვერ ვუძებნი ამას. რომც გამოასწოროს სოციალური მომსახურების სააგენტომ ეს სიბრიყვე, მაინც მინდა ამაზე ხმა ამოვიღოთ და გავაპროტესტოთ! “საზოგადოებრივი ტელევიზიამ” ერთი საგადაცემო ციკლის ფარგლებში აჩვენა ინტერვიუები პოეტებთან. მათგან რამდენიმე იღებდა სოციალური დახმარების პენსიას. გადაცემის მეორე დღესვე დაურეკეს სოცუზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა ამ ავტორებს და აუწყეს შემდეგი: თქვენ თურმე გიმუშავიათ ამ ტელევიზიაში, ჩვენ გვატყუებდით და დღეიდან მოგეხსნათ პენსიებიო. ეს პოეტები არიან: რუსუდან კაიშაური, ბათუ დანელია!

ამ ხალხს ამ ტელევიზიაში და არც სხვა ტელევიზიებში არ უმუშავიათ და არც ახლა მუშაობენ. ახლა მე მაინტერესებს: ეს ყველაფერი რამდენად ადექვატური საქციელია სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან? ექვემდებარება თუ არა ეს განხილვას? ნიშნავს თუ არა სახელმწიფოში ამ ბოლო დროს მწერლებისადმი გამოვლენილ საზოგადო აგრესიის გამოძახილს? პოეტებმა უნდა წარადგინონ ცნობა, რა დროიდან არ მუშაობენ ამ ტელევიზიაში (ანუ მაინც თავისას აწვება სააგნტო). მაინც ვერ გაიგეს, ვითომ, რომ ინტერვიუზე ტელევიზიაში მიწვეული იყო მწერალი.

ძალიან მინდა, რომ არ გავგიჟდე ამ ყველაფრის მოსმენის მერე. ან გამეცით პასუხი ვინმემ, რაა ეს? რა ხდება ასეთი ამ ქვეყანაში, რა ღილაკზე დააჭირეთ თითი, რა დაიწყეთ? და რომც ეს კონკრეტული საკითხი მოაგვაროთ და აღადგინოთ ეს პენსიები თავად საზოგადოებრივი ტელევიზიის მესვეურთა ძალისხმევით და პასუხისმგებლობით, პენსიები, რომლის შეწყვეტის არანარი უფლება არ გქონდათ, მაინც არ უნდა გავჩუმდეთ ამ ფაქტზე, რადგან თავისთავად ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ვიღაცამ ძაან გააფრინა ამ ქვეყანაში!!!

რუსუდან კაიშაურს 9 აპრილს მოეწამლა მეუღლე და მალევე გარდაეცვალა, მარტომ გაზარდა 5 შვილი და საუკეთესო მოქალაქეებად გაზარდა თანაც, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და შესანიშნავი შემოქმედია, ან ბათუ დანელია ვინაა და რით ცხოვრობს, მე აგიხსნათ?

ვინ მოგნიშნოთ ამ სტატუსზე? საქართველოს ხელისუფლებავ, ასეთი რა კადრი მუშაობს ზემოთხსენებულ უწყებაში? თუ დავალებას ასრულებენ და მომენტს არ უშვებენ ხელიდან, პრობლემებით გაგვაწამონ? და თუ ასე არაა, მაშინ კეთილი ინებოს პარლამენტმა და კანონმდებლობით დონეზე შეცვალოს ეს განსაზღვრება, რომ გარდა პედაგოგიური შრომისა, შეიძლება ასევე ადამიანი ინტელექტუალურ-შემოქმედებით შრომას ეწეოდეს და ეს არ უშლიდეს ხელს სოციალური პენსიის მიღებას!”