თენგიზ ზაალიშვილი – გაიცანით 89 წლის მომღერალი

4 იანვარი, 2018

თენგიზ ზაალიშვილი - გაიცანით 89 წლის მომღერალითენგიზ ზაალიშვილი 89 წლისაა. ასაკის მიუხედავად, მომღერალი და პედაგოგი შესანიშნავად მღერის.

თბილისის კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, თბილისის ოპერის თეატრში მღეროდა, გასტროლებზე დადიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მოგვიანებით იყო ანსამბლ “ფიროსმანის” სოლისტი.

თენგიზ ზაალიშვილის მიერ შესრულებული ერთ-ერთი სიმღერის ჩანაწერი ოპერის მომღერალმა გოჩა დათუსანმა გაავრცელა:

“კაცი, რომელიც ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე მღერის…

89 წლის თენგიზ ზაალიშვილი… დიდხანს იცოცხლეთ, ბატონო თენგიზ.”