თაკო ნაცვლიშვილი – წარმატებული დაბრუნება პარიზში

25 იანვარი, 2018

თაკო ნაცვლიშვილითაკო ნაცვლიშვილი არა მარტო ქართული მოდის, არამედ მსოფლიო მოდის სამყაროშიც უკვე კარგად ნაცნობი მოდელია.

მისი პირველი გამოჩენა მსოფლიო პოდიუმზე წარმატებით დაიწყო. თაკო გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც 16 წლის ასაკში პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე მაღალი მოდის ბრენდების ვერსაჩეს, ელი სააბის, დიორის, არმანის ჩვენებებზე გაირა.

დონატელა ვერსაჩეს რჩეული გოგონა არმანის სახე გახდა და მაღალი მოდის კვირეულებშიც აქტიურად ჩაერთო.

თაკო ამჟამად პარიზში იმყოფება, სადაც მოდის კვირეულში სხვადასხვა ცნობილი ბრენდის ახალი კოლექციების ჩვენებებში იღებს მონაწილეობას.

ქართველი მოდელი პარიზის მოდის კვირეულის ხშირი სტუმარია. წელს მან ცნობილ მოდელებთან და ვიქტორია სეკრეტის ანგელოზებთან ერთად Giorgio Armani-ს, Alexis Mabille-ს, Ralph & Russo-ს და Zuhair Murad-ის კოლექციები წარმოადგინა.

თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი

გააზიარეთ

 
...