ეზოებსა და ნანგრევებში გაფანტული ძვირფასი საგანძური ხელოვნების სასახლეში

26 იანვარი, 2018

გიორგი კალანდიახელოვნების სასახლეში ევროპული ტიპის ლაპიდარიუმი მოეწყო, სადაც ეზოებსა და ნანგრევებში გაფანტულ ძვირფასი საგანძური გაერთიანდა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ჩვენ სასახლეში ევროპული ტიპის ლაპიდარიუმი მოვაწყვეთ. ასეთი მგონი, საქართველოს არცერთ სასახლეშია. წარმოდგენილია ძირითადად ანტიკური ხანის (ან ადრექრისტიანული) მარმარილოს კაპიტელები ცაიშიდან, მე-19 საუკუნის მარმარილოს ქანდაკება ასევე ცაიშიდან და მე-17 საუკუნის კაპიტელის ფრაგმენტი კორცხელიდან (მარმარილო, სავარაუდოდ ევროპიდან შემოტანილი).

აღნიშნული ლაპიდარიუმის მოწყობის იდეა ჩემი იყო, თუმცა ჩემმა მოადგილე ირაკლი ზამბახიძემ საოცრებები ჩაატარა და შესანიშნავი ექსპოზიცია მოაწყო კედელზე, ყველაფერი მისი ხელითაა გაკეთებული (ლომის წვლილია გიორგი ჩაფრავასი, ირაკლი ჭითანავასი და ლაშა აჩელაშვილისა).

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ძეგლთა დაცვის საგენტოს ხელმძღვანელს ნიკა ანთიძეს, რომლის ავტორიტეტული და საქმიანი შემწეობით ეს უნიკალური საგანძური მუზეუმში გადმოვიტანეთ. მადლობა მეუფე გერასიმეს, მამა ზაბულონს და დარეჯან კვარაცხელიას, რომელთა დახმარებით ვაგროვებდით ფრაგმენტ-ფრაგმენტ ეზოებსა და ნანგრევებში გაფანტულ ამ ძვირფას საგანძურს. ეს პირველი ეტაპია, ლაპიდარიუმი მალე უფრო დიდი და შთამბეჭდავი გახდება!”

გააზიარეთ

 
...