დემნა გვასალიას ბალენსიაგა მილიარდიანი ბრენდის სტატუსს უახლოვდება

5 იანვარი, 2018

დემნა გვასალიას ბალენსიაგა მილიარდიანი ბრენდის სტატუსს უახლოვდებამას შემდეგ, რაც ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელად ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია დაინიშნა, ბრენდის პოპულარობამ პიკს მიაღწია.

დემნა გვასალია და მისი ბალენსიაგა მილიარდიანი ბრენდის სტატუსს უახლოვდება. ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემას Financial Times ესაუბრნენ.

გასული 2017 წელი ბალენსიაგასთვის ნამდვილი ოქროს ხანა იყო. ნოემბერში ბალენსიაგა დასახელდა ყველაზე მოთხოვნად ბრენდად. სპეციალისტებმა შეისწავლეს 12.000 ბრენდი, 65 მილიონი მყიდველი და 5 მილიონი პროდუქტი – ოფიციალური ინფორმაციით, გუჩის პირველი ადგილი ბალენსიაგამ დაიკავა და პლანეტის ყველაზე განხილვად და მოთხოვნად ბრენდად სწორედ ბალენსიაგა დასახელდა