დატკბით ნინო სურგულაძის გენიალური შესრულებით

3 იანვარი, 2018

ოპერის ქართველი მომღერალი ნინო სურგულაძე თავისი განუმეორებელი სიმღერით ატყვევებს არა მარტო ქართველ, არამედ უცხოელ მსმენელსაც.

ვიდეოში, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ ნინო სურგულაძე ანსამბლ “რუსთავის” მომღერალთან დავით გველესიანთან ერთად დუეტში მღერის.

“უშენოდ” – ასე ეწოდება ცნობილ სიმღერას, რომელიც ნინო სურგულაძემ და დავით გველესიანმა თეა ანდრონიკაშვილთან სტუმრობისას საახალწლო სუფრის ტკბილ წუთებად აქციეს და ულამაზეს იმპროვიზაციად წარმოადგინეს.

გააზიარეთ

 
...