გაიცანით ნატა მაქაძე – 12 წლის უნიჭიერესი მოცეკვავე

5 იანვარი, 2018

გაიცანით ნატა მაქაძე - 12 წლის უნიჭიერესი მოცეკვავე12 წლის მოცეკვავე ნატა მაქაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

ახალი წლის დადგომა მან მშობლიურ სკოლაში ორიგინალური საცეკვაო ნომრის წარდგენით გადაწყვიტა.

ნატა ფართო საზოგადოებამ პროექტიდან “შენ შეგიძლია ცეკვა” გაიცნო.

მის მიერ შესრულებულ ნომერს ჟიურის ოთხივე წევრი – ნათია რთველიაშვილი, ზაკ რისი, სალომე ჭაჭუა და დუტა სხირტლაძე ფეხზე წამოუდგა, მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა, დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა და არც კომპლიმენტები დაიშურა.