7 იანვარი, 2018

ტარიელ ხარხელაურის საშობაო მიმართვა

ტარიელ ხარხელაური

– იპოვეთ უფალი თქვენში… – მიმართავს პოეტი ტარიელ ხარხელაური თავის მკითხველს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს:

“გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

გისურვებთ ჩემთან ერთად გეცხოვროთ ისეთ წუთისოფელში, როცა ,,არა კაც ჰკლა” და ,,გიყვარდეს მოყვას შენი”-ს განცდა ჩვენი ფიქრის მუდმივ საფიქრლად არ იქცევა.

იპოვეთ უფალი თქვენში… აღივსენით რწმენით, კაცთმოთვარეობით, რომ ვისწავლოთ მიტევება. გავხსნათ კარნი გულისა, დავისახლოთ სიყვარული ნათელი წუთისოფლისა, გაიღეთ სითბო უხვად, გაიღეთ, რათა დამშვიდდეს სული მბორგავი მსოფლიოსი, შეიტანეთ სიწმინდე სამყაროთა ქაოსში…

კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით…

თქვენით სავსე და უთქვენოდ მტვერზეც მცირე ტარიელ ხარხელაური.”