2 იანვარი, 2018

საქართველოს წარმდგენი “ევროვიზია 2018”-ზე ცნობილია

ევროვიზიის რიგით 63-ე ფესტივალი პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში მაისში გაიმართება.

“ევროვიზია 2018”-ზე საქართველოს ჯგუფი “ირიაო” წარადგენს.

ჯგუფის მუსიკალური ხელმძღვანელია კომპოზიტორი დავით მალაზონია. “ირიაო” 15 წლის განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდა.

ჯგუფის რეპერტუარში სრულიად განსხვავებული მუსიკა, რომელიც ჯაზს და ქართული ეთნომუსიკას აერთიანებს. დავით მალაზონია ერთ-ერთი პირველი ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც ეს ორი ჟანრი გააერთიანა.

დავით მალაზონია ათეული წლებია მუშაობს გერმანიასა და საქართველოში და ქმნის მუსიკას თეატრებისთვის, ტელეპროექტებისთვის, მუსიკოსებისა და ჯგუფებისთვის. სწორედ ამ კომპოზიტორის ინიციატივით დაარსდა ჯგუფი “ირიაო”, რომელმაც მსმენელში დიდი პოპულარობა მოიპოვა.