7 იანვარი, 2018

მიხედეთ ღვთისმშობლის ფრესკას გელათში

გელათი

გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლია. მისი დაცვა და გაფრთხილება თითოეული ქართველი ვალია.

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი:

“ეს ფოტო ახლა მომაწოდეს. გიცდიათ, ოდესმე ცხელი პროჟექტორისთვის ხელი დაგედოთ? არ სცადოთ, არ დაადოთ, რადგან მაღალი ხარისხის დამწვრობა გარანტირებული გაქვთ.

წარმომიდგენია რა დღეშია ახლა ამ ფრესკის თხელი, სუსტი ფენა და მგრძნობიარე საღებავები.

სადაა? კარგად დააკვირდით სიღრმეში, აფსიდაში ღვთისმშობელს. არ გეცნოთ? ეს გელათია, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა – გმადლობთ, ყურადღებისთვის!”