30 იანვარი, 2018

თამარ ამაშუკელი: “წარმოუდგენელი ამბავია!”

თამარ ამაშუკელითბილისი ელვის სისწრაფით იცვლის იერ-სახეს. გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს არა მარტო დედაქალაქის გარეუბნებში, არამედ მის ცენტრალურ ნაწილშიც. ამ პროცესებს უამრავი უნიკალური შენობა-ნაგებობა ეწირება.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილ კავშირგაბმულობის შენობას ანგრევენ და მის ადგილას თანამედროვე შენობას აშენებენ.

თამარ ამაშუკელი:

”SOS!! SOS !!!! SOS !!! SOS!! SOS !!!! SOS !!! SOS!! SOS !!!! SOS!!! წარმოუდგენელი ამბავია, წარმოუდგენელი!!!!! წინასწარი შეთანხმება პროექტმა ერთხმად!! დაიმსახურა!!!!! საბჭოს 6 წევრმა ერთხმად მოიწონა ეს პროექტი შენიშვნების გარეშე!!!! არქიტექტორის შალვა მიქელაძე.

პ.ს. მე მაპატიეთ, ნამეტანი საშინელებებს ვდებ ამ ბოლო დროს.”