28 იანვარი, 2018

გოდერძი ჩოხელის დაკარგული კინომასალა ნაპოვნია

გოდერძი ჩოხელირეჟისორი და მწერალი გოდერძი ჩოხელი ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როცა თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა – სცენარზე მუშაობდა, მსახიობებს არჩევდა, გადასაღებ მოედანზე იდგა და ფილმებს იღებდა.

მისი სევდით, მაგრამ საოცარი ადამიანური სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი ფილმები არავის ტოვებს გულგრილს.

25 წლის შემდეგ გოდერძი ჩოხელის კინომასალა “მგელი” კინოსტუდიაში იპოვნეს. აქამდე უცნობი ნეგატივები რევაზ მახათაძის მიერ იქნა აღმოჩენილი.

სიახლის შესახებ აცნობეს ჩოხელების ოჯახსაც. ფოტოზე ლუკა ჩოხელია მამამისის ახლად აღმოჩენილ მასალასთან.