2 დეკემბერი, 2017

“პირველად ვწერ…”

პიანისტი ანა ყიფიანი, რომელიც თავად სწავლობდა 51-ე სკოლაში, ამავე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაზე წერს:

“მგონი პირველად ვწერ საჯარო პოსტს.

დღევანდელი ტრაგედია…

ვკითხულობ სხვების მიერ დაწერილ უამრავ სტატუსს… მხოლოდ სხვისკენ და მთავრობისკენ გაშვერილ ხელს ვხედავ. მთავრობა ჩაგიძვრებათ მშობლებს იმის მოვალეობაში, რომ შვილი მხოლოდ კი არ უნდა გაზარდოთ – არამედ აღზარდოთ? (აპოლიტიკურ ადამიანი ვარ – ყველამ იცის).

მეც ვსწავლობდი 51 სკოლაში… ვიცი, რომ მთავრობის მიერ დაყენებული “დეტექტორები” კარებში (რომ იარაღი არ შეგვეტანა, ასევე გოგოების ჩანთებს ამოწმებდნენ) ვერ აკონტროლებდა იმას, თუ რა ხდებოდა რეალურად ჩვენს ურთიერთობაში!!! არ იყო ამისთვის საჭირო არც იარაღი და არც მოკვლა, რომ დაგენახათ, როგორ ვკლავდით ხოლმე ერთმანეთს სიტყვებით და საქციელებით…

ვთქვათ, მთავრობა გააკონტროლებს, რომ სკოლაში იარაღი არ შეიტანონ… სკოლიდან რომ გამოხვალ, მერე?

შეიძლება ვცდები, მაგრამ ამიხსენით, მშობელი თუ არა, სხვა ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ბავშვში გააღვივოს სიყვარულის გრძნობა და შეგნება იმის, რომ ის ადამიანია!!!!! ადამიანი!!

ძალიან მეშინია ვიყო მშობელი. ვერ გავუმკლავდე ამ პასუხისმგებლობას ოდესმე…

მეშინია ჩემი შვილი იყოს ბიჭი.. რომელიმე იმ ბიჭის ადილზე…

მეშინია იყოს გოგო… ეგეთი ბიჭის მეორენახევარი…”