27 დეკემბერი, 2017

ნანა დაუშვილი: “კომპოზიტორებმა რა დააშავეს?”

კომპოზიტორი ნანა დაუშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საახალწლო კონცერტებში მომღერლების შერჩევით მიწვევა დასრულდა, მაგრამ აინტერესებს რა დააშავეს კომპოზიტორებმა:

“კომპოზიტორებს არ გვირეკავენ და არ გვეხმიანებიან, საახალწლო ღონისძიებებს ვგულისხმობ. არადა, ყოველთვის ჟღერდა ჩვენი სიმღერები პოპულარული ანსამბლების და მომღერლების რეპერტუარში. გასული წლიდან არავინ გვეხმიანება.

მიხარია, რომ მომღერლებს არ არჩევენ და ყველას ამღერებენ ალბათ… ვერიკო უძლიერესი მომღერალია და გემოვნებიანი, ასევე როგორც ბევრი სხვა ქართველი მომღერალი, მაგრამ კომპოზიტორებმა რა დააშავეს?

იქნებ ბატონმა კახამ გაითვალისწინოს, ან ვისაც ევალება, ალბათ ნაკლები ინფორმაცია აქვს, რადგან თვითონ ძალიან გულისხმიერი და ყურადღებიანი ადამიანია.”