29 დეკემბერი, 2017

გიორგი მახარაძის დედის განსაკუთრებული განცხადება

მსახიობ გიორგი მახარაძის დედა თეო ჩივაძე დაბნეული, შეშინებული, მაგრამ სიყვარულით და მადლიერებით სავსე საზოგადოებას მიმართავს:

“მე, თეო ჩივაძე, გიორგი მახარაძის დედა, ცოტა დაბნეული, უფრო შეშინებული, მაგრამ თქვენი სიყვარულითა და მადლიერებით სავსე, ყველას მადლობას გიხდით.

ყველას: გიორგის მეგობრებს, ჩემს მეგობრებს, ჩვენთვის ძალიან ახლობელ ადამიანებს, კარგ ნაცნობებს და კიდევ უფრო დიდ მადლობას გიგზავნით, სრულიად უცნობ ადამიანებს. ძალიან დიდი და განსაკუთრებული მადლობა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებმაც სამაგალითო სიკეთე გამოიჩინეს. თქვენმა თანადგომამ და თუნდაც ერთმა სიტყვამ და ლარმა, იცოდეთ, რომ ჩემთვის არნახული ძალა და რწმენა შეიძინა და ვიცი, რომ მხოლოდ ერთად ვართ ძლიერები.

მე და გიორგი მოვერევით, დავძლევთ და გავიმარჯვებთ. ბევრი რამ მინდა ვთქვა, მაგრამ სიტყვები არ არსებობს იმ გრძნობის ასახსნელად, რასაც თქვენს მიმართ განვიცდი. თუმცა, ზუსტად ვიცი, ნებისმიერის გულში სიყვარულით შემოაღწევს ჩემი და გიორგის მადლიერება.

მკურნალობისა და პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, იმედია, უფრო კარგად მოვუყრი თავს სათქმელს და უფრო დიდი სიხარულითა და მადლობებით დაგიბრუნდებით.

მიყვარხართ და ყველას დიდი, ძ ა ლ ი ა ნ დიდი მადლობა.”