10 დეკემბერი, 2017

გაიცანით სულ სხვანაირი ლიკა ქავჟარაძე

11 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი ლიკა ქავჟარაძის ხსოვნის საღამოს ჩაატარებს.

თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში შეიკრიბებიან მისი მეგობრები და ახლობლები ზაზა კოლელიშვილი, ლევან შანიძე, მარიამ ფალავანდიშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, დინი ვირსალაძე, რამაზ ხოტივარი, მიხეილ ანთაძე, მიხეილ ჭიაურელი, ოთარ შამათავა და მსახიობზე ისაუბრებენ.

ლიკა ქავჟარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს მუსიკალურად რომან რცხილაძე გააფორმებს.

ამავე დღეს სააქტო დარბაზის ჰოლში ლიკა ქავჟარაძის ნახატები გამოიფინება.

მსახიობის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.