ჭაბუა ამირეჯიბის წერილი მომავალ თაობებს

22 დეკემბერი, 2017

მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა მომავალ თაობებს წერილი დაუტოვა, სადაც თხოვნით მიმართა იფიქრონ და იმოქმედონ ერის სიმრავლისათვის:

“ახლო და შორეულ ქართველობას მივმართავ თხოვნით, იფიქრონ და იმოქმედონ ერის სიმრავლისთვის!

ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ჩვენმა ერმა გადალახა რიცხვობრივი კლების ის დონე და ზღუდე, რომლის იქით ძველი სიმრავლისთვის მხოლოდღა ოცნებაა შესაძლებელი. ასე მცირერიცხოვანი ერები წყვეტენ არსებობას ცისა ქვეშე და ისტორიას მოგონებადღა შერჩებიან ხოლმე.

ჭკუითა და ამ მიზნით იცხოვრეთ მომავალო ქართველებო. ჩემს თანამედროვე ქართველ ერს ეს საჭიროება განუწყვეტლივ ვუქუდაგე, მაგრამ ყოველივე დარჩა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

მომავალ თაობათა და მაღალი ღმერთის იმედად გავლევ სიცოცხლეს.”

გააზიარეთ

 
...