”ძალიან დიდი წარმატებაა”

6 დეკემბერი, 2017

ჯგუფმა “ბანი” საერთაშორისო ფესტივალზე საპრიზო ადგილი დაიმსახურა.

Silk Road Indie Music Award Chengdu 2017-ზე “ბანი” საქართველოს წარადგენდა. ფესტივალში 14 ქვეყანა მონაწილეობდა:

“ესეც ჩვენი პირველი საერთაშორისო წარმატება. ფესტივალზე წარდგენილი ვიყავით საქართველოს სახელით, სადაც 14 ქვეყანა მონაწილეობდა. ერთი ქულა დაგვაკლდა ოქროს მაგრამ არა უშავს, ეს ჩვენთვის პირველი იყო და ვთვლით, რომ ძალიან დიდი წარმატებაა.

ძალიან ძლიერი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, საუკეთესოები ჩინეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, სომხეთიდან, ლიტვიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან…

ავიღეთ მეორე ადგილი და გავიმარჯვეთ ნომინაციაში საუკეთესო პერფორმანსი. პირველი ადგილი დაიკავა სამხრეთ აფრიკამ, ხოლო მესამე – პოლონეთმა.”

გააზიარეთ

 
...