“ძალიან დიდი ძალა სჭირდება ხელოვანს, რომ აქ რამეს მიაღწიოს”

18 დეკემბერი, 2017

ასე მიაჩნია ცოტნე გამსახურდიას და ამის მიზეზებსაც განმარტავს:

“ძალიან დიდი ძალა სჭირდება ხელოვანს, რომ აქ რამეს მიაღწიოს. დიდი ნებისყოფა, სიმტკიცე, სიყვარული (არ ვიცი – რის), გჭირდება, რომ გაარღვიო ეს ჩაკეტილი კუტოკები, სადაც ძირითადად ვიღაცების ნათესაობით ან ასოს ლოკვით ხვდებიან. მაპატიეთ პირდაპირობისთვის.

როდესაც შენს თავში, ნიჭში, შრომისმოყვარეობაში დარწმუნებული ხარ, რამ უნდა შეგაკავოს რომ არ მოტრიალდე, მიაფურთხო აქაურ ბომონძღს და წახვიდე იქ, სადაც ობიექტურად დაგაფასებენ…

დარჩები? მოგიწევს ყოველდღიურად ვიღაც ნაძირლებთან ლაქუცი, ხვეწნა, საკუთარ თავზე გადაბიჯება და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ამ ერთი მუჭა ქვეყნიდან კიდევ ერთეულმა შემფასებლებმა მოგისმინონ, ან წაიკითხონ შენი ნაწერი…”

გააზიარეთ

 
...