“სანამ ამაზე თვალს დავხუჭავთ…”

3 დეკემბერი, 2017

– წელს, ზაფხულს, რესტორანი დავატოვებინე ერთ პიროვნებას, რომელიც ჩემს გვერდით მაგიდასთან ტრ.კში იარაღ-გარჭობილი ბედნიერი საღამოს გატარებას აპირებდა ალკოჰოლთან ერთად, – აცხადებს მომღერალი მიშო სულუხია:

“ვთხოვე, რომ მისი იარაღით იქ ჯდომა დისკომფორტს გვიქმნიდა მე და ჩემს მეგობრებს და უფრო მეტად შეგვიქმნიდა კიდევ, რაც მეტ ალკოჰოლს მიიღებდა, სიმთვრალეში ასეთი ტიპაჟების დამახასიათებელი პათოლოგიებისა და ქმედებების კარგი გამოცდილება გვაქვს ქართველებს იმთავიდანვე….. და სწორედ ამიტომ ვიმკით დღემდე. როდესაც საჭიროა მაშინ არ ვახდენთ რეაგირებას და სახლიდან შეშინებულ მდგომარეობაში კლავიატურის ლომები ვართ. ან ვის და რატომ უნდა ესიამოვნოს მთვრალ იარაღიან ტიპთან ერთად დროის გატარება არ ვიცი….

რა თქმა უნდა, იქ დიდი გაწევ-გამოწევა ატყდა, თმა შეკრული მქონდა და ამან საერთოდ წყობიდან გამოიყვანა, თუ როგორ ვაკადრე მას, ნამდვილ ტრადიციულ იარაღიან ქართველს ესეთი რამ. მოკლედ, წყობიდან გამოსვლა არც მე გამჭირვებია და რესტორნის მეპატრონესაც და ვაჟკაცსაც შევპირდი, რომ მეორე დღეს ყველა ნიუსის მთავარი თემაზე ისინი იქნებოდნენ, ვინც ამ მარაზმის თამამად მსვლელობის შეწყვეტაში ხელს შემიშლიდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ გაჭრა…. 10 წუთში არც ერთი არ მინახავს…

ანუ გამოცანა გვეუბნება, რომ ამ ადამიანებს აქვთ შიში გამჭვირვალობის და სიმართლის გამჟღავნების და სანამ ამაზე თვალს დავხუჭავთ, ყოველთვის მივიღებთ რადიკალურ შედეგებს, ან ძალიან წმინდა და შეუბღალავ ღიმილს პიროვნებებისგან, რაც ხშირად ინტერფეისია მათი, ან კიდევ ბნელ და კრიმინალურ ქმედებას, რაც სამწუხაროდ, მათი რეალური სახეა…”

გააზიარეთ

 
...