“რა შეგვიძლია ჩვენ”

4 დეკემბერი, 2017

– ამდენი ლამაზი ბიჭი და გოგო ერთად დიდი ხანია არ მინახავს… – აცხადებს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია:

“… ჩვენი 51-ე… რამდენი წელია არ ვყოფილვარ. ამდენი ლამაზი ბიჭი და გოგო ერთად დიდი ხანია არ მინახავს…

სანთლებს უნთებდნენ ძმაკაცებს, ვიღაც ტიროდა. არ ყოფილა არც მთავრობა, არც სასულიერო პირები, არც საზოგადოების უფროსი თაობა მცირე გამონაკლისის გარდა… არ ეცალათ ეტყობა მოსასვლელად, დაკავებულები არიან ძალიან….

ტელევიზიები იღებდნენ…

… ვიღაც სიმპატიური ბიჭი იდგა ჩემს გვერდით და მეგობრებს ეუბნებოდა, დედამისი არც კი ტირის უბრალოდ ერთ წერტილში იყურებაო…

… ვიღაც ქალი მეორეს ეუბნებოდა რა ვქნათ ესეთი დაუცველი როდემდე ვიყოთო….

… მართლა დაუცველობის გრძნობა ტრიალებდა გარშემო. ორი ბიჭი, რომელიც აჩეხეს შუა ქალაქში და ბავშვების გაოგნებული სახეები, რაღაცნაირი გამოხედვით რომ მოძრაობდნენ აქეთ-იქეთ…

… ვინ დაიცავს ამათ, როდესაც განათლების მინისტრი 2 წელი არკვევდა ნაცარქექიას მორალურ სახეს, ხოლო პატრული მთელი შემადგენლობით მთვრალებს დასდევს ჩასაბერი აპარატებით…

… ვის სცალია ამათთვის. ჩვენი, ჩემი, შენი შვილებისთვის არ სცალია სახელმწიფო აპარატს. ილონ მასკი ათ წელიწადში კოსმოსში ტურიზმის დაწყებას აანონსებს, დუბაიში ოკეანეში კუნძულებს ხატავენ, აქ კი შუა ქალაქში ორი ბიჭის მკვლელი ვერ ნახეს მესამე დღეა…

… რა შეგვიძლია ჩვენ, არ ვიცი. ამას ამბობდა ის ქალიც. დგანან ბავშვები 51-ე სკოლის წინ და ჩუმათ იყურებიან იქეთ, სადაც მათი მოკლული ძმაკაცების სურათებია გამოკრული.

და ელოდებიან. როდის გაარკვევს ხელისუფლება ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს…

ძალიან ლამაზებს და მაინც იმედით რომ არიან ისეთებს…”

გააზიარეთ

 
...