“რა მოყვება ამდენს!”

5 დეკემბერი, 2017

მომღერალ გიორგი უშიკიშვილისთვის საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ ფასდება განათლება, პროფესიონალიზმი, ერთგულება და ეროვნულობა:

“ქვეყანაში, სადაც არ ფასდება განათლება, პროფესიონალიზმი, ერთგულება, ეროვნულობა. ებრძვიან ყველას, ვინც კარგს აკეთებს ამ ქვეყნისთვის!

ამასთან, როდესაც თავზე წამოგასვავენ უსაქმურებს და პროფესიონალები სახლში სხედან. როდესაც ადამიანები პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გამო ისჯებიან! როდესაც შენივე ხელით შენს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებ. როდესაც შენს მომავალ თაობას ყველაფერს დილეტანტურს აზიარებ.

როდესაც ბოდიში და ფეხებზე გკიდია ქვეყანა, იპარავ, სახლში მიგაქვს, რომ შენს სახლს დიდი ღობე შემოარტყა, გისოსებში ჩასვა და მხოლოდ იმაზე იფიქრო, რომ შენ იყო კარგად.

და კიდევ ბევრი რამ, რა მოყვება ამდენს! ამის შემდეგ ნუღა გექნება იმის განცდა, რომ შენი შვილები შენზე უკეთესები იქნებიან!

გადის დრო და არაფერი იცვლება, მხოლოდ უკან და უკან!”

გააზიარეთ

 
...