რაჭაში წმინდა გიორგის ეკლესია ინგრევა

7 დეკემბერი, 2017

დავით ხვადაგიანი რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ გენდუშის წმინდა გიორგის ეკლესიის ფოტოებს ავრცელებს და ტაძრის მძიმე მდგომარეობაზე წუხს:

“1936 წლამდე, როგორც თვითმხილველისგან ვიცი ხელუხლებელი იყო, შემდეგ კოლმეურნეობის საჭიროებებისათვის სახურავი გადახადეს და მის მერე ინგრევა…

1990-იან წლებში მახსოვს, რომ კედლები ჩამოშლილი არ იყო და კუთხეებში აკუსტიკისთვის ჩატანებული ორი ქვევრიც შენარჩუნებული იყო.

პირველი 14 ფოტო 2011 წელს არის გადაღებული, 2014 წლის გაზაფხულზე წმინდა გიორგის გამოსახულებიანი კარიბჭე ჩამოიშალა, საბედნიეროდ, ბარელიეფი არ დაზიანებულა და როგორც ვიცი, ახლა სოფელ გენდუშის გამგეობაში ინახება.

2017 წლის ზამთარში თოვლმა ჩამოანგრია დასავლეთის ჯვრის გამოსახულებიანი კარიბჭეც.”

გააზიარეთ

 
...