“პროცესი შეჩერებულია, სამწუხაროდ…”

4 დეკემბერი, 2017

გორის სოფელ შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლის ველზე დაცემულ 17 ქართველ ვაჟკაცზე რეჟისორი დიტო ცინცაძე ფილმს იღებს. მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე კი ამ გმირების მონუმენტზე მუშაობს. ამ ეტაპზე უსაუხსრობის გამო სამუშაოები შეჩერებულია.

ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი, მსახიობი, ფილმის ”შინდისი” პროდიუსერი:

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს, ბრძოლის ველზე გმირულად დაცემული 17 ქართველი მებრძოლის პორტრეტული მონუმენტი, სიმაღლე 17 მეტრი, ბრინჯაო, 22 ტონა…

მერვე წელი დაიწყო, რაც ეს პროექტი დაწყებული გვაქვს და მიზერული თანხებით მოხერხდა პირველი ეტაპის დასრულება. მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე, აბსულუტურად მარტო ატარებს ურთულეს სამუშაოებს, უსახსრობის გამო პროცესი შეჩერებულია, სამწუხაროდ…

არადა ძალიან გვინდოდა, რომ 2018 წელს მაინც გაგვეხსნა ხელოვნების ეს უნიკალური ნიმუში სოფელ შინდისში, გმირების სახელზე აგებული ტაძრის ეზოში, სადაც 2008 წელს დაიწერა ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი…

მხატვრული ფილმის “შინდისი”-ის ქართულ პრემიერას, ასევე ვგეგმავთ გმირებს სისხლით გაჟღეთილ მიწაზე, ზუსტად ათი წლის თავზე, 11 აგვისტოს.

კარგი იქნებოდა იმავე დღეს სიმბოლურად გაგვეხსნა გმირების მონუმენტიც, სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ვერ ვაგრძელებთ სამუშაოებს. არადა ზუსტად სამ თვეში შეიძლება დასრულება…”

გააზიარეთ

 
...