“პასუხი ჩვენი წახდენისთვის მოვთხოვოთ ჩვენ თავს!”

2 დეკემბერი, 2017

პოეტმა მიხეილ ქვლივიძემ ეს ლექსი წლების წინ დაწერა, თუმცა დღევანდელი რეალობას იგი ყველაზე მეტად შეეფერება:

“ნუ ვეძებთ მკვლელებს საქართველოს ფარგლების გარეთ,
რადგან ქართველებს
ქართველები თვითონვე კლავენ!
ნუ ვეძებთ სხვაგან ავაზაკებს და ქურდბაცაცებს,
რადგან ქართველებს
ქართველები თვითონ ძარცვავენ!
გადაგვარების ჩვენის მიზეზს
ნუ ვეძებთ სხვაგან,
დამნაშავენი ყველაფერში
ჩვენა ვართ რადგან
და სჯობს სარკეში ჩავიხედოთ
და ყველამ ერთად
პასუხი ჩვენი წახდენისთვის
მოვთხოვოთ ჩვენ თავს!”

გააზიარეთ

 
...