ნათია თოდუა ევროვიზია 2018-ზე

31 დეკემბერი, 2017

ნათია თოდუა ევროვიზია 2018-ზეგერმანიამ ევროვიზია 2018-ისთვის 6 კონკურსანტი შეარჩია, რომლებიც 4.000 მსურველთა შორის საუკეთესოებად მიიჩნიეს.

რჩეულებში მოხვდა გერმანული “ვოისის” გამარჯვებული, 21 წლის ქართველი მომღერალი ნათია თოდუა.

მასთან ერთად ევროვიზიაზე გერმანიის წარსადგენად იბრძოლებენ Ivy Quainoo, Xavier Darcy, Ryk, voXXclub და Michael Schulte.

შერჩეული კანდიდატები ჟიურის და მაყურებლის წინაშე 22 თებერვალს წარსდგებიან.

რიგით 63-ე ევროვიზია კი მაისში პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება.

ნათია თოდუა ევროვიზია 2018-ზე