ნათია თოდუა გერმანული “ვოისის” გამარჯვებულია

18 დეკემბერი, 2017

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული “ვოისის” გამარჯვებულია.

ფინალი 17 დეკემბერს გაიმართა და მასში 4 ფინალისტი მონაწილეობდა.

უნიჭიერესმა ქართველმა მომღერალმა ხმათა უმრავლესობით – 50 პროცენტით გაიმარჯვა.

აფხაზეთიდან დევნილი გოგონა გერმანიაში სამუშაოდ და სასწავლებლად ჩავიდა. თავისი მუსიკალური შესაძლებლობების გამოვლენა გერმანულ “ვოისში” სცადა და ბრმა ქასთინგით დაწყებული, ფინალური ტურით დასრულებული, ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.

ერთ კვირაში ნათია თოდუა გერმანული” ვოისის” ფინალისტებთან და ორ ნახევარფინალისტთან ერთად გერმანიის ქალაქებში საკონცერტო ტურნეს დაიწყებს.

გააზიარეთ

 
...