“მსურს ჩემთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე ინფორმაცია მოგაწოდოთ”

10 დეკემბერი, 2017

"მსურს ჩემთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე ინფორმაცია მოგაწოდოთ"აცხადებს მომღერალი ნათია თოდუა, რომელმაც გერმანულ “ვოისში” ყველა დაბრკოლება წარმატებით გადალახა და უკვე შოუს ნახევარფინალისტია:

“მეგობრებო, პირველ რიგში მადლობელი ვარ სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის, გამხნევებისთვის!

მსურს ჩემთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ:

პროექტში The Voice of Germany მჭირდება თქვენი მხარდაჭერა.

10 დეკემბერს Sat1-დან გერმანიის დროით 20:15 საათზე დაიწყება The Voice of Germany-ის ნახევარფინალი.

ამ ეტაპზე მხოლოდ გერმანიიდან მაყურებლის გადაწყვეტილებით გამოვლინდება 4 ფინალისტის ვინაობა.

გერმანიაში მცხოვრებო ქართველებო, SAMU – ჯგუფის წარმომადგენლები ნახევარფინალში : Lara, Janina, Natia.

თუ თვლით, რომ ვიმსახურებ ფინალში გადასვლას, შეგიძლიათ Live-ის მსვლელობისას დარეკოთ ნომერზე, რომელიც ჩემს გამოსვლამდე გამოცხადდება. დარეკვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გერმანიიდან მაქსიმუმ 15-20 წუთის განმავლობაში.

პირობას ვდებ რომ ძალიან მაგარი Live იქნება!”

"მსურს ჩემთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე ინფორმაცია მოგაწოდოთ"