ლედი გაგა ქართველი დიზაინერის კაბაში

18 დეკემბერი, 2017

მომღერალ ლედი გაგას გარდერობში ქართველი დიზაინერების სამოსი სულ უფრო აქტუალური ხდება.

დიზაინერ გიორგი ქებურიას კაბის შემდეგ, მომღერალმა ავთანდილის კაბა მოირგო.

ეს კაბა ქართველმა დიზაინერმა მოდის მოყვარულებს გაზაფხული-ზაფხული 2018 წლის კოლექციაში წარუდგინა.

ავთანდილის კაბაში გადაღებული ლედი გაგას ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა.

გააზიარეთ

 
...