ლაშა შენგელიას ფურორი ბერძნულ “ნიჭიერში”

18 დეკემბერი, 2017

ლაშა შენგელიას ფურორი ბერძნულ "ნიჭიერში"ლაშა შენგელიამ ბერძნულ “ნიჭიერში” პირველივე გამოჩენიდან მოხიბლა ჟიური და მაყურებელი.

ქართველი ახალგაზრდა ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პოპულარიზაციას და ურთულეს ილეთებს ასრულებს.

გამონაკლისი არც ბერძნული “ნიჭიერის” ნახევარფინალი აღმოჩნდა.

საწყისი ტურების წარმატებით გავლის შემდეგ, ლაშამ ბერძნული “ნიჭიერის” ნახევარფინალში ჟიურის და მაყურებელს შთამბეჭდავი ნომერი შესთავაზა.

კონკურსანტის შესაძლებლობებით აღფრთოვანებული ჟიური და დამსწრე საზოგადოება ლაშა შენგელიას ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი ოვაციებით და მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.