“ვის რა ოხრად უნდა ხელოვნება მაშინ…”

3 დეკემბერი, 2017

– უკვე ძალიან სერიოზულად მეფიქრება, ვის რა ოხრად უნდა ხელოვნება მაშინ, როდესაც ადამიანები, მოზარდები, რომლებსაც უნდა უყვარდეთ და ამ სიყვარულის გამო უნდა სჩადიოდნენ სრულიად წარმოუდგენელ გმირობებს, ცილდებოდნენ მიწას და დაფრინავდნენ იქ სადაც მხოლაოდ მათ შეუძლიათ ფრენა, სისხლში, ერთმანეთის სისხლში ცურავენ და ასე იმეტებენ ერთმანეთს, – აცხადებს კომპოზიტორი მიშა მდინარაძე:

“ყოველთვის ვიცოდი, რომ ხელოვნებას არ შესწევს უნარი ცუდი აქციოს კარგად ან ბოროტი გააკეთილშობილოს, საერთოდ მორალიზმი და აღმზრდელობითი ფუნქცია ეს ყოველთვის კულტურა იყო, კულტურა, რომელიც მიიტმასნიდა ხოლმე ხელოვნებას და კონტექსტების, თავს მოხვეული დისკურსების მძევლად აქცევდა ხოლმე.

მარტო ვაგნერის და მისი მუსიკის გახსენება კმარა საამისოდ და მაინც, უკვე ძალიან სერიოზულად მეფიქრება, ვის რა ოხრად უნდა ხელოვნება მაშინ, როდესაც ადამიანები, მოზარდები, რომლებსაც უნდა უყვარდეთ და ამ სიყვარულის გამო უნდა სჩადიოდნენ სრულიად წარმოუდგენელ გმირობებს, ცილდებოდნენ მიწას და დაფრინავდნენ იქ სადაც მხოლაოდ მათ შეუძლიათ ფრენა, სისხლში, ერთმანეთის სისხლში ცურავენ და ასე იმეტებენ ერთმანეთს.

დღეს არაფერს აღარ აქვს ფასი, არც ლიტერატურას, არც მუსიკას, არც… მართლა რა საჭიროა ეს ყველაფერი თუ ადამიანს ადამიანი არ უყვარს და შეუძლია ესროლოს ტაბურეტი, მოაწყოს ზიზღის და დამცირების მარში, შეიძულოს სხვა, სხვანაირი, ბოლოს მოკლას როგორც მხეცმა, მხეცებიც კი არ კლავენ ასე!

რა მაგალითი აჩვენა ბოლო წლებში საზოგადოებამ ამ თაობას?! ხელოვნება ვერ შეცვლის, აი მაგალითს კი ყველაფერი შეუძლია!!!”

გააზიარეთ

 
...