დიმიტრი ხვოროსტოვსკის ფერფლი დაიკარგა

14 დეკემბერი, 2017

ცნობილი ოპერის მომღერლის დიმიტრი ხვოროსტოვსკის ფერფლი დაიკარგა.

ინფორმაციას რუსული გამოცემები ავრცელებენ.

კრასნოიარსკის ოლქში დაკარგეს ურნა, რომელშიც ოპერის მომღერლის ფერფლი იყო მოთავსებული.

ადგილობრივი ჩინოვნიკები ვერ პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვას, მომღერლის ფერფლის ადგილსამყოფელის შესახებ. მათ ჟურნალისტები კულტურის სამინისტროსთან გადაამისამართეს, თუმცა მასმედიის წარმომადგენლებმა პასუხი ვერც იქ მიიღეს.

დიმიტრი ხვოროსტოვსკის ანდერძის მიხედვით, მისი ფერფლი ორად გაიყო. პირველი ნაწილი მოსკოვში ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს, მეორე ნაწილი კი ოპერის მომღერლის სამშობლოში, კრასნოიარსკის ოლქში ჩაიტანეს, თუმცა უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მომღერალს სიმსივნე ორი წლის წინ დაუდგინდა. ლონდონის ერთ-ერთ ონკოლოგიურ კლინიკაში მან ქიმიოთერაპიის კურსები ჩაიტარა და სცენასაც დაუბრუნდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და 22 ნოემბერს დიმიტრი ხვოროსტოვსკი გარდაიცვალა.

გააზიარეთ

 
...