გია როინიშვილი: “სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია!”

27 დეკემბერი, 2017

გია როინიშვილი: "სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია!"სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მსახიობ გია როინიშვილის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

გია როინიშვილი:

“სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია! დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩემი თუმანიშვილის თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ!

სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულიად! მინდა აღვნიშნო, რომ სააპელაციოში გასაჩივრება მოხდა თეატრის წინა ხელმძღვანელობის (ქეთი დოლიძე) დროს!

წინასწარ ვულოცავ თუმანიშვილის თეატრს და ყველა ჩემს გულშემატკივარს შობა-ახალ წელს!”