”გამიხარდა და მომინდა გამეზიარებინა”

7 დეკემბერი, 2017

მევიოლინე ლელა მჭედლიძე 2018 წელს მსოფლიო ორკესტრში მიიწვიეს:

“ორი საინტერესო მოწვევა მომივიდა მსოფლიო ორკესტრიდან 2018 წელს – ზაფხულში ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლში, ბიბისის ფესტივალზე, ხოლო შემოდგომაზე გერმანიაში ვიურტ ფილარმონიკერთან ერთად.

დირიჟორი ბერლინის დოიჩე ოპერას ამჟამინდელი და სან ფრანცისკოს ოპერის ყოფილი მთავარი მუსიკალური დირექტორი, ატლანტის, სენტ ლუკ სიმფონიური ორკესტრის, ბიბისი სკოტიშ სიმფონის და ა.შ ყოფილი მთავარი დირიჟორი დონალდ რანიკელსი. პროგრამა – ბეთჰოვენი და ბრიტენი.

გამიხარდა და მომინდა გამეზიარებინა.”

გააზიარეთ

 
...