ბერლინში რუსთაველის საზოგადოება დაფუძნდა

17 დეკემბერი, 2017

ბერლინში რუსთაველის საზოგადოება დაფუძნდაგერმანიის დედაქალაქში შოთა რუსთაველის საზოგადოება დაფუძნდა. ბერლინში საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი ჩავიდა.

საქართველოს საელჩოში რუსთაველის საზოგადოების ბერლინის წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

წარმომადგენლობა მიზნად ისახავს გერმანიაში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობას, “ვეფხისტყაოსნის” და ზოგადად ქართული მწერლობის კიდევ უფრო წარმოჩენასა და ცნობადობის გაზრდას.

რუსთაველის საზოგადოება პირველად ბერლინში 1922 წელს დაფუძნდა. ის საქართველოს ფარგლებს გარეთ დაარსებული პირველი რუსთაველის საზოგადოება იყო, რომელიც ცნობილმა გერმანელმა ორიენტალისტმა რიჩარდ მაკელაინმა დააფუძნა. მაკელაინი 40 წელი ცხოვრობდა საქართველოში და ნათარგმნი აქვს “ვეფხისტყაოსანი” პროზაულად.

საზოგადოების აღორძინება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესა და საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორისა და ქართული კულტურის მოყვარული გერმანელების მხარდაჭერით განხორციელდა.