საახალწლოდ მომღერალმა მიშო სულუხიამ თავის ერთგულ მსმენელს სასიამოვნო საჩუქარი მოუმზადა.
გიგი ადამაშვილთან, ავთო აბესლამიძესთან, სანდრო კურცხალიძესთან და გიორგი ნაკაშიძესთან ერთად ცნობილი ჰიტი “Hallelujah” ჩაწერა.
მიშო სულუხია:
“სიამაყით მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი შექმნილი ვერსია ამ კეთილი და საყვარელი სიმღერის, რომელიც 5-მა უმაგრესმა ბიჭმა სრულყოფილი გახადა.
მას ახალი წლის ღამეს რუსთავი 2-ის ეთერში იხილავთ.”