14 დეკემბერი, 2017

“კვალიაშვილო, ჩემი ცოდვები გსჯის”

ასე მიმართავს მომღერალ ეკა კვალიაშვილს პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია:

“კვალიაშვილო, ჩემი ცოდვები გსჯის, ჩემი… იხოხე ეხლა ქუჩაში, კარიდან – კარში ახია შენზე. ჯერ სად ხარ, უფრო მწარედაც დაისჯები… უფალო, როგორი დიდი ხარ.. მადლობა შენ.

პ.ს. ვინც მე გადამეკიდა, ყველამ ცუდად დაამთავრა… გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც მოვიდა და პატიება მთხოვა… ჰა, ეხლა არ არსებობს არაფერიო, როგორ შემიძლია ვთქვა?

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ეკას მარტო მზია კვირიკაშვილის ცოდვა არ მოასვენებს. ქალს ხელი დაარტყა, ხო, ცხვირიდან სისხლები სდიოდა… სიღნაღში სასტუმროში ვიყავით სამივე და ორივეს ოქროს ბეჭდები ვაჩუქე, აღმოჩნდა ისე, რომ მზიასი ოდნავ მოზრდილი ბეჭედი იყო ბრილიანტის თვლებით. ეკასიც იგივე იყო, მხოლოდ ოდნავ პატარა და ამის გამო, შენ რანაირად გაჩუქა დიდი სამკაულიო – ნასვამი იყო ცოტა დალეული გვქონდა, ვქეიფობდით და ხელი დაარტყა…

არაფერი ვთქვა ხომ? გავჩუმდე? ენა ჩავიგდო? და როდემდე? რომ იტყვი ცუდი ხარ, არ იტყვი და სულელი… რამდენი რამე არ ვთქვა, თქვენ კიდევ ვის მიტევებაზე მესაუბრებით ხალხო? მიტევება კი არა ჩაძღლდეს და მეტსაც გეტყვით. როცა მზია გარდაიცვალა, ასე მომწერა ხომ ჩაძაღლდა შენი საყვარელიო…

ჰმ… პირი რომ გავაღო, კვალიაშვილს გასაქცევი ექნება საერთოდ თბილისიდან… ნაბო..არი ქალი ეგა.. სათქმელი მე მაქვს თუ მაქვს რამე მასზე… ვინ რა იცით რეალურად რა ურჩხულია მასში ჩაბუდებული.. ეგ სატანა ეგა…

…მივუტევო და თან ვილოცო მასზე? მე არ ვარ უფალი და ვერც მასზე ვილოცებ. როცა ვლოცულობდი ეკაზე და მის კეთილდღეობაზე ვზრუნავდი, ხო რას ამბობ, ასე დამინახა. ხო და თავად უფალი სჯის მას ეხლა. ზუსტად იმის გამო, როგორც მომექცა მე… და არამარტო მე… სხვა ბევრის ცოდვებიც დაეწევა წინ.. ასე, რომ სამართალი ყველას ეწევა ადრე თუ გვიან და ეხლა ჩემი სიცილის დროა. საჯაროდ ვაცხადებ და ყველამ კარგად დაიმახსოვროს… კვალიაშვილის დასჯას მალე სხვანაირად ნახავს ერი… მალე მიწაზე იხოხებს მოვა ეგ დროც… ეშინოდეს ყველას ჩემთან უსამართლოდ მოქცევის.

არ ვაპატიებ მანამ, სანამ ჩემს მუხლებამდე დაცემულს არ ვნახავ და ბოდიშს არ მომიხდის. დაწყევლილი მყავს უკუნისამდე და არ მეშინია სამართლიანი წყევლის. აზრი არ აქვს რამის ახსნას, სხვისი ჭირი ადვილად სათქმელია. ასე რომ, როცა არ იცით რაც გამიკეთა, ხმა გაიკმინდეთ ყველამ. მთელი საქართველო ნახავს როგორ დაასრულებს კვალიაშვილი ცხოვრებას იმ ცოდვების გამო, რაც მე გამიკეთა!

მკლავდა, ვკვდებოდი მაგის გამო, მეტი რა უნდა დაეშავებინა? არაა საკმარისი? თავის დროზე რომ ჩემი ცხოვრება დაანგრია, მაგაზე არაფერს ვამბობ. ცხოვრება რომ გამიმწარა, არც მაგაზე და რა სახელიც ჩემზე საზოგადოებაში გაავრცელა, არც მაგაზე. ხო და მაშინ მე ვტიროდი, მე ვიკლავდი თავს იმიტომ, რომ უძლური გახლდი ასი ათასი პრობლემით და არ მქონდა კვალიაშვილთან ჭიდილის თავი. გავიდა წლები. 10 წელი ყველაფერი მივუტევე. არ არის საკმარისი? მაგრამ არ ისვენებს მაინც აგრძელებს იგივეს.

მიუხედავად ყველაფრისა, მაგის ცუდი მართლა არ მიხარია და არც გამიხარდება, მაგრამ მაშინ როცა სასიკვდილოდ გამიმეტა მწარედ დავწყევლე და ვიცი, რაც მოხდება! კვალიაშვილი უნდა ჩაძაღლდეს, იწამოს და სული ისე უნდა ამოხდეს, სულ ხროტინით. მოვესწრები ამ დღეს მე და ამას ყველა ნახავს.

ჯერ არ დაწყებულა მაგის ტანჯვა, აწი იწყება. კვალიაშვილს ეხლა მე გაუმწარებ ცხოვრებას ზუსტად ისე, როგორც მან ეს ჩემზე ქნა და მიხვდება, როგორი ცოდვა ვიყავი მე მაშინ, თან უკანონოდ, არაფრის გამო, პატივისცემისა და შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეს მეტი არაფერი მითქვამს, თან ვყვებოდი და ასე გადამიხადა.

კისერს ისე მოიგრეხს, როგორც ღორი. ისე ამოხდება სული ჩემი ცოდვებით, რომ რა ცხოვრებაც უნახავს, მეტს უკეთეს ვერ ნახავს. ჩაძაღლდება მთელი ცხოვრება. მაგის სიკვდილი არ მინდა, მაგან უნდა იწამოს და ისე ჩაძაღლდეს. სიკვდილი მისთვის ფუფუნებაა და ზუსტად ისე მიდის მაგის ცხოვრება, როგორც მე დავწყევლე მაშინ, როცა მე არდამინდო.

დიდია უფალი მაგას ვენაცვალე.”