ირაკლი ფირცხალავამ და მასტერმა ახალი დუეტი ჩაწერეს.
ჯემალ სეფიაშვილის ცნობილი სიმღერის “გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო” ახლებურად აჟღერების შემდეგ, მათ საახალწლოდ ჯგუფის “სახე” ერთ-ერთი ჰიტი “თოვლის მოსულა” ორიგინალურად შეასრულეს.
სიმღერაზე გიორგი კიკალიშვილმა ვიდეორგოლიც გადაიღო და საახალწლოდ კლიპი ინტერნეტში გავრცელდა.
მასტერი:
“ახალი კლიპით გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ წელიც ასეთი პოზიტიური გამოდგეს!
განსაკუთრებული მადლობა ჯგუფ “სახეს”, რომ თავის დროზე დაწერეს ასეთი კარგი სიმღერა და მერე ჩვენ გვანდეს.
მოისმინეთ, შეაფასეთ, გაიზიარეთ.”