16 დეკემბერი, 2017

თბილისი რჩეულია

საქართველოს დედაქალაქი იმ 21 ქალაქის ჩამონათვალში მოხვდა, რომლებიც მოგზაურობის მოყვარულებმა მომავალ წელს აუცილებლად უნდა მოინახულონ.

National Geographic-ის სიაში – best trips 2018 – თბილისიც მოხვდა.

ეთიოპიის, მექსიკის, არგენტინის, ავსტრალიის, ავსტრიის, შვედეთის, ირლანდიის, ჩილეს, მაროკოს, სამხრეთ კორეის, ალბანეთის, კანადის, ნიდერლანდების ულამაზესი ქალაქების სიაშია თბილისიც.

სტატიის ავტორს საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მეტად ერთმანეთში შერწყმული სპარსული, არაბული, ბიზანტიური, ოსმალური და რუსული არქიტექტურა ხიბლავს.