1 დეკემბერი, 2017

გოდერძი ჩოხელის ყველაზე სევდიანი წერილი

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ გოდერძი ჩოხელს ყველაზე მეტად თავისი საქმე უყვარდა. თუ ფილმზე მუშაობად, ან ახალ ნაწმრეობს წერდა, ეს მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო.

“არტ ინფო” გთავაზობთ გოდერძი ჩოხელის წერილს ბათუმელი მეგობრებისადმი, რომელიც მის უმძიმეს ყოფას კიდევ ერთხელ დაგანახვებთ:

“ცასწავალა” მაღაზიებში არ გაიყიდება, ყოველ შემთხვევაში თბილისში ასეა, მაღაზიებში წიგნს აღარავინ ყიდულობს და საერთოდაც წიგნს აღარ (ან ვეღარ) ყიდულობენ.

იქნებ ფასი დაუკლოთ და ვინმეს სკოლებში გაავრცელებინოთ. კი გაწუხებთ, მაგრამ…

ან იქნებ ვინმემ საქველმოქმედო საქმისთვის იყიდოს, ფასი რაც გინდა ის იყოს, სტამბის ვალი მაქვს გადასახდელი, თუ არადა, გამოატანეთ ჩემს ოპერატორს.”