6 ნოემბერი, 2017

ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

“შენ ნუ გგონია,
რამეს ვდარდობ,
რამეს მივტირი,
ნურც იმას ფიქრობ
უზენაესს რამეს შევუთქვამ,
მე მიჭირს შენთან განშორება
თორემ სიკვდილი,
სიკვდილი რაა
სულის გაყრა,
ცოდვილ სხეულთან.”

86 წლის ასაკში პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ჯანსუღ ჩარკვიანის პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში” იყო. მისი ლექსები მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.

არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი შემოქმედისთვის მთავარი ჯილდო ხალხის სიყვარული იყო, რომელსაც მუდმივად გრძნობდა. თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ჯანსუღ ჩარკვიანს და მამუკა ჩარკვიანს ვარსკვლავი გაუხსნეს.