2 ნოემბერი, 2017

ქართველი კომპოზიტორის საერთაშორისო აღიარება

კომპანია “Prism Sound”-მა, რომელიც ამზადებს უძვირფასეს აუდიო ინტერფეისს, თავის ჟურნალში ქართველ ხმის რეჟისორზე, პროდიუსერზე და კომპოზიტორზე სტატია გამოაქვეყნა.

ინფორმაცია რეჟისორმა დავით საყვარელიძემ გაავრცელა:

“გიორგი გვარჯალაძე (გვაჯი) მგონი პირველი ქართველია ასეთ ჟურნალში, თან გარეკანზე. მე კი ის მახარებს, რომ გვაჯი თავის საქმეში მწვერვალებს იპყრობს. გვაჯი, გილოცავ ძმაო! ეს მართლა დიდი ამბავია ჩვენი ქვეყნისთვის. ხმის რეჟისორი საქართველოდან!

პ.ს. ჰოლივუდში, რომ წახვალ, დიდ ხალხთან, რომ იქნები და მე, რომ დაგირეკავ ტელეფონი აიღე! გესმის?!”