9 ნოემბერი, 2017

ილია ჭავჭავაძის სახლი მძიმე მდგომარეობაშია

2017 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.

8 ნოემბერს ილიას იუბილე თითოეულმა ქართველმა სხვადასხვაგვარად აღნიშნა.

სალომე ჭანტურიძე თბილისში მდებარე ილიას სახლის მძიმე მდგომარეობაზე ავრცელებს ინფორმაციას:

“ბევრს საუბრობთ ილია ჭავჭავაძეზე, ბევრი ბანერი შემხვდა ქუჩაში, ბევრს უყვარს ვიცი, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი საცხოვრებელი სახლის მძიმე მდგომარეობის შესახებ.

ილია ჭავჭავაძის სახლის პროექტი. 1904 წელი. გიორგი ჩუბინაშვილის (ყოფილი ანდრეევსკის) ქუჩა. განხორციელდა შეცვლილი სახით.

ილია ჭავჭავაძემ არქიტექტორ სვიმონ კლდიაშვილს (ეროვნებით ქართველი, პირველი აკადემიური განათლების მქონე არქიტექტორი, სათავადაზნაურო გიმნაზიის (ახლანდელი თსუ-ს 1 კორპუსი) მშენებელ-არქიტექტორი) სახლის აგების თხოვნით წერილიც კი მიწერა, აიგო შეცვლილი სახით.

აი ლინკი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მის მდგომარეობაზე გამოქვეყნდა. ჯერ არაფერი შეცვლილა.

ამდენი ბანერისათვის გამოყოფილი თანხით გადახურვის პრობლემის გადაჭრა შეიძლებოდა.”