4 ნოემბერი, 2017

დუტა სხირტლაძის ახალი გამოწვევა

მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე კიდევ ერთი ახალი გამოწვევის წინაშე დადგა და პედაგოგობა დაიწყო.

კინომსახიობთა თეატრის მსახიობის გოგა პიპინაშვილის მიერ დაარსებულ ხელოვნების ცენტრ “არტ ჰოლში” დუტამ ჯგუფის აყვანა გადაწყვიტა.

იგი 12-დან 15 წლამდე მოზარდებს თეატრს, კინოს და TV-SHOW წამყვანის პროფესიას შეასწავლის.