30 ნოემბერი, 2017

“დაჟინებით გთხოვთ”

რეჟისორი ქეთი დოლიძე კინომსახიობთა თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი სიხარულიძეს დაჟინებით სთხოვს, არ დაინიშნოს მისი სპექტაკლები თეატრში.

ამ განცხადების გაკეთების მიზეზი გახდა წერილი, რომელიც გიორგი სიხარულიძემ ქეთი დოლიძეს მისწერა. წერილში საუბარია სპექტაკლზე “ტრამვაი-სურვილი”.

ქეთი დოლიძე:

“მოგახსენებთ, რომ გავიგე, აპირებთ დანიშნოთ სპექტაკლი „ტრამვაი-სურვილი“.

ეს არის რთული არქიტექტონიკის სპექტაკლი. ის მთლიანად ნახევარტონებზეა აწყობილი და ჭირდება რთული აღდგენითი რეპეტიციები. ამ სპექტაკლში დამდგმელი რეჟისორის როლი ძალიან დიდია და ამიტომ აუცილებელია მხოლოდ ჩემი მონაწილეობა.

ამჟამად, მთავარი როლის შემსრულებელთან მაქვს ურთულესი ფსიქოლოგიური დაძაბულობა და შეუქცევადი პროცესი, რომელიც არაფრით არ მაძლევს საშუალებას, გადავლახო ეს წინააღმდეგობა და მოვიდე რეპეტიციაზე.

საერთოდ მიჭირს თუმანიშვილის თეატრში შემოსვლა და ნორმალური სარეპეტიციო პროცესის ჩატარება.
ეს არაა ის შემთხვევა, როდესაც რეჟისორი სხვა ქალაქში მიდის, ან ფიზიკურად აღარ არსებობს…

დაჟინებით გთხოვთ, არ დანიშნოთ ჩემი სპექტაკლები.

იმ ტრავმის შემდეგ, რაც მე მომაყენეს სამი თვის წინ, ეს გასაგები უნდა იყოს…”