26 ნოემბერი, 2017

დათო ევგენიძის კონცერტი გაუქმებულია

მუსიკოსმა დათო ევგენიძემ ბათუმში მომხდარტ ტრაგედიის გამო, რუსთაველის თეატრში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა.

საღამო 27 ნოემბერს თეატრის მცირე დარბაზში უნდა ჩატარებულიყო.

კონცერტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია ხელოვანმა თავად გაავრცელა:

“საშინელი ტრაგედია მოხდა ბათუმში. ვიზიარებ მწუხარებას…

სრულიად საქართველოში გლოვაა…

კონცერტი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში 27 ნოემბერს აღარ ჩატარდება.

მე და ჩემი სტუმარი ქამილ ჩალაევი თანაგრძნობას ვუცხადებთ მგლოვიარე ოჯახებს.”